saqarTvelos mRvimeebi - mRvimevis mRvime

 

კარსტული გამოქვაბული ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ მღვიმევში. მღვიმე მდებარეობს ზღვის დონიდან 620 მ. მდინარე ყვირილის ხეობის მარჯვენა ფერდობზე. გამომუშავებულია ზედაცარცულ კირქვებში. კლდოვანი ფარდულების კომპლექსი ორსართულიანი სისტემით, ჯამური სიგრძე 60 მ. ზედა ფარდულის სიგანე 11 მ. სიღრმე 7 მ. ხოლო სიმაღლე 2 მ. გვხვდება გამოფიტვის ადგილობრივი პროდუქტები. არის კულტურული ნაფენები. მღვიმე მშრალია. არსებობს მღვიმის გეგმა და ჭრილი, ის ადვილი მისადგომია.

მასში აღმოჩნდა ზედა პალეოლითის შუა საფეხურის მატერიალური კულტურის ნაშთები - კაჟისა და ოფსიდიანის ძვლისა და რქის იარაღები და სხვ. დადგენილია შემდეგი ცხოველების არსეობობა: დომბა, ცხენი, ლომი, მღვიმური დათვი და სხვ. გარდა ამისა ერთ-ერთი ფარდულის კედელზე აღმოჩენილი იქნა ზედაპალეოლითელი ადამიანის მხატვრობის ნიმუშები.